ადგილობრივი არქივების დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატთა შესარჩევად საბუთების მიღება დაიწყო

თარიღი: 23 მარტი 2010

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების - ამბროლაურის, ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, ვანის, ზესტაფონის, მარნეულის, სამტრედიის, ჩოხატაურის, წალკისა და ხონის ადგილობრივი არქივის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შერჩევა გამოცხადდა.

შერჩევაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე პირებს, რომელთაც აქვთ არაუმცირეს ერთი წლის შრომის სტაჟი საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, სახელმწიფო ხელისუფლების, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და ამ სისტემის დაწესებულებებში.
შერჩევა განხორციელდება გასაუბრების, კომპიუტერზე მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და სახელმწიფო ენის ცოდნის შემოწმების გზით. მონაწილეებს მოეთხოებათ ვაკანსიის შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა.

შერჩევაში მონაწილეობის მსურველებმა 2010 წლის 20 აპრილამდე უნდა წარადგინონ საბუთები _ კანდიდატის განცხადება;'ავტობიოგრაფია; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; დიპლომა, ან შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი; შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვ.

მისამართი: ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატი. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი, #1; ტელ.: (995 32) 372801; 374925; 373925; 382846; ფაქსი: 372801 ე-მაილ: info@archives.gov.ge).