გიორგი ვაშაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

თარიღი: 19 მარტი 2010

საქართველოს იუსტიციის მინისტრს კიდევ ერთი მოადგილე ჰყავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 18 მარტის ბრძანებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, იგი ამავდროულად რჩება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. 

გიორგი ვაშაძე დაიბადა 1981 წელს. 2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2003 წელს -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ბაკალავრიატი, 2005 წელს - მაგისტრატურა. 2006 წელს გ. ვაშაძემ გაიარა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ტრეინინგ-პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეროვნულული უსაფრთხოების საკითხებში, გავლილი აქვს ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის სპეციალური პროგრამა ლიდერებისათავის.

გიორგი ვაშაძე 2006 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. 2001 წლიდან 2006 წლამდე გიორგი ვაშაძე მუშაობდა შემდეგ თანამდებობზე: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე (2005-2006), თბილისის ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი (2005), საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტი (2004-2005), ინტერპოლის ეცბ-ს ინსპექტორი (2003-2004), საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეთა ასოციაციის თავმჯდომარე (2001-2003). გიორგი ვაშაძე არის საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეთა ასოციაციის და ქართულ-ოსური თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის დამფუძნებელი.

გიორგი ვაშაძეს ჰყავს მეუღლე.