აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 18 მარტი 2010

იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ. 

ახალი მემორანდუმის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2010-2011 და 2011-2012 სასწავლო წლების განმავლობაში თსუ-ს სტუდენტები პრაქტიკულ კურსებს გაივლიან.  თანამშრომლობის უმთავრეს მიზანს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკული უნარჩვევების განვითარება და მათი პროფესიული დაოსტატება წარმოადგენს.

შეგახსნებთ, რომ 2008-2009 სასწავლო წლებში აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში კლინიკის ფარგლებში პრაქტიკა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტების ორმა ნაკადმა გაიარა. 2009 წლის მეორე ნახევრიდან 2010 წლის იანვრამდე კი აღსრულების ეროვნულ ბიუროში პრაქტიკანტი სტუდენტების რაოდენობამ 30 შეადგინა, აქედან 4 წარმატებული სტაჟირების კურსის შემდეგ, აღსრულების ეროვნულ ბიუროში აღმასრულებლის თანამდებობაზე დაინიშნა.

უნივერსიტეტში შეხვედრაზე აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საკითხები და 2009 წლის 6 აპრილს პირველი მემორანდუმის გაფორმებიდან დღემდე მიღწეული შედეგები განიხილეს.