მთავარმა პროკურატურამ 2009 წელს კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა

თარიღი: 17 მარტი 2010

საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკურმა სამმართველომ 2009 წელს რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ანალიზი ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით. არსებული მონაცემებით, 2008 წელთან შედარებით, 2009 წელს დანაშაულებზე წინასწარი გამოძიების დაწყების მაჩვენებელი შემცირდა 3.1%-ით, მათ შორის მძიმე კატეგორიის დანაშაული შემცირდა 26%-ით.

საქართველოს მაშტაბით 10 ათას მოსახლეზე აღრიცხული დანაშაულის ოდენობა 2009 წელს ოთხი ერთეულით ნაკლები იყო 2008 წლის ანალოგიურ მონაცემზე.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად გავრცელებული დანაშაულია ქურდობა თბილისში, დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, თუმცა მისი რაოდენობა წილა წელთან შედარებით, შემცირდა 16,3%-ით.
წინასწარი გამოძიების დაწყების მაჩვენებელი შემცირდა ასევე ისეთ გავრცელებულ დანაშაულებზე, როგორიცაა: ძარცვა -14%-ით, ყაჩაღობა - 34%-ით, ხულიგნობა - 21%-ით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა - 19,4%-ით.

სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან, საანგარიშო პერიოდში წინა წელთან შედარებით შემცირებულია ისეთი დანაშაულები როგორიცაა: განზრახ მკვლელობა - 40,4%-ით, განზრახ მკვლელობის მცდელობა - 22%-ით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა  - 52%-ით

2008 წელთან შედარებით, მოიკლო ყაჩაღობამ 17 ერთეულით (28,8%-ით) და თაღლითობამ 11 ერთეულით (68,8%-ით).

2009 წლის სტატისტიკური მონაცემები