საფეხბურთო ჩემპიონატი დანაშაულის პრევენციისთვის

თარიღი: 27 თებერვალი 2010

პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ოზურგეთის სპორტულ დარბაზში ჩატარდა ფინალური თამაშები მინი ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის რაიონის 24-მა საფეხბურთო გუნდმა, გუნდები სხვადასხვა ასაკის ფეხბურთელებისგან დაკომპლექტდა. ტურნირი ჩატარდა სლოგანით "ქუჩა ცივი იარაღის გარეშე". გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და თასებით.


არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანია საქართველოს პროკურატურამ 1 თებერვალს დაიწყო, ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.


პროკურატურამ 2010 წელი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის წლად გამოაცხადა. ამ მიზნით, პროკურატურის ინიციატივით, მოხდა არასრულწოვანთა მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რაც საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტებმა განსაზღვრა - პროკურატურის ძირითადი მიზანია აარიდოს არასრულწლოვნები დანაშაულებრივ გზას.