იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამინისტროს თანამშრომლები დააკავა

თარიღი: 25 თებერვალი 2010

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად დაკავებული არიან იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები ზაზა ჩიჩუა და ზაზა გადელია. მათ შპს ,,აქსმშენი"-ს ხელმძღვანელების ორჰან აქსუს, სერდარ გიოქსუს და კომპანიის თანამშრომლის ანზორ კეკელიძისგან ქრთამის სახით 4 000 აშშ დოლარი და 6 800 ლარი აიღეს. დაკავებული არიან ორჰან აქსუ, სერდარ გიოქსუ და ანზორ კეკელიძეც. მიმდინარეობს გამოძიება