ნოტარიუსები სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ახალ ინსტრუქციას გაეცნენ

თარიღი: 22 თებერვალი 2010

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ  ბაკურიანში, სასტუმრო „ვერე პალასში" ნოტარიუსებისთვის ორგანიზებული შეხვედრა-სემინარი დასრულდა. სემინარი ორ ეტაპად, 13 და 19 თებერვალს ჩატარდა და მასში 100-მდე ნოტარიუსი მონაწილეობდა.

შეხვედრაზე ნოტარიუსები სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის ახალ პროექტს გაეცნენ.

„ნოტარიატის შესახებ" ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ საჭირო გახდა სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის აღნიშნულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ შეიმუშავა სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის ახალი პროექტი, რომელიც სემინარზე განიხილეს. ნოტარიუსების მიერ შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნები პროექტის საბოლოო  ვარიანტის ჩამოყალიბებისას იქნება გათვალისწინებული.