საქართველოს პროკურატურის განცხადება

თარიღი: 11 იანვარი 2010

2010 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სასამართლო პროცესი კობა ოთანაძის, ლევან ამირიძის, კობა კობალაძის და სხვათა მიმართ, რომელთაც ბრალი ედებოდათ სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ამბოხებაში; კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობაში და კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის დახმარებაში;  ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, დამზადებასა და ტარებაში და სხვა. საქმის მასალების მიხედვით გამოიკვეთა, რომ დანაშაულებრივი ქმედება მიზნად ისახავდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან გამოყვანას, საბრძოლო ტექნიკის გადაადგილებას, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტების ბლოკირებასა და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ კანონიერი ხელისუფლებისადმი სხვაგვარი დაუმორჩილებლობის ორგანიზებას. მოსამართლემ 2010 წლის 11 იანვარს გამოაქვეყნა განაჩენი სისხლის სამართლის #081090112 საქმეზე კ.ოთანაძისა და სხვათა მიმართ.

კობა დარიორის ძე ოთანაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის II ნაწილით, 25,316-ე მუხლის II ნაწილით და 236-ე მუხლის II და III ნაწილებით. დანიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გათვალისწინებით, შეიკრიბა და საბოლოოდ კ. ოთანაძეს განესაზღვრა 29 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო იმავე კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობა და სასჯელად სულ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ლევან იოსების ძე ამირიძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის II ნაწილით, 25,316-ე მუხლის II ნაწილით და 316-ე მუხლის II ნაწილით. სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გათვალისწინებით შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ლ. ამირიძეს განესაზღვრა 28 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო იმავე კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობა და სასჯელად სულ 29 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კობა თენგიზის ძე კობალაძე გამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებით. იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 თვითა და 6 დღის ვადით და განთავისუფლდა სხდომის დარბაზიდან. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო - საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის II ნაწილით და 236-ე მუხლის I ნაწილით დამნაშავედ ცნობა და სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 13 წლისა და 6 თვის ვადით.

შოთა ოთარის ძე გორგიაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის II ნაწილით და 316-ე მუხლის II ნაწილით. სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ შ. გორგიაშვილს განესაზღვრა 19 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო იგივე.

ზურაბ ანტონის ძე ბზიშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის II ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო იგივე.

დავით გურამის ძე სულხანიშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც შეეცვალა პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო იმავე კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობა, სასჯელად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით.

კახა ილიას ძე კობაიძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო იმავე კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობა, სასჯელად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

ზურაბ ჯემალის ძე ჩალათაშვილი  ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო იმავე კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობა, სასჯელად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზაზა რამაზის ძე მურჯიკნელს ბრალდების ნაწილში შეეცვალა კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლი - 25, 316-ე მუხლის II ნაწილით. იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით და 19,236-ე მუხლის I ნაწილით. სასჯელები საქართველოს სსკ-ის და 59-ე მუხლის გათვალისწინებით, შეიკრიბა მთლიანად და ზ. მურჯიკნელს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის II ნაწილით და 19,236-ე მუხლის I ნაწილით დამნაშავედ ცნობა და სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

ნიკოლოზ ვალერიანის ძე ბიბილაშვილს ბრალდების ნაწილში შეეცვალა კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლი - 25, 316-ე მუხლის II ნაწილით. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით და 19,236-ე მუხლის I ნაწილით. სასჯელები შეიკრიბა და ნ. ბიბილაშვილს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის II ნაწილით და 19,236-ე მუხლის I ნაწილით დამნაშავედ ცნობა და სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით.
 
ზურაბ შოთას ძე მიქაძეს ბრალდების ნაწილში შეეცვალა კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლი - 25, 316-ე მუხლის II ნაწილით. იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით და 19,236-ე მუხლის I ნაწილით. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ზ. მიქაძეს საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის II ნაწილით და 19,236-ე მუხლის I ნაწილით დამნაშავედ ცნობა და სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 14 წლითა 6 თვის ვადით.

ვაჟა გოდერძის ძე ხუცურაულს ბრალდების ნაწილში შეეცვალა კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლი - 25, 316-ე მუხლის II ნაწილით. იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით, 236-ე მუხლის I და II ნაწილებით. სასჯელები შეიკრიბა და ვ. ხუცურაულს საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის II ნაწილით, 236-ე მუხლის I და II ნაწილებით დამნაშავედ ცნობა და სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით.

ირაკლი ოთარის ძე თოფურიძე  ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,316-ე მუხლის II ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო იგივე.

ბესიკ აკაკის ძე ფოცხვერაშვილს ბრალდების ნაწილში შეეცვალა კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლი - 25, 316-ე მუხლის II ნაწილით. იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით და 19,236-ე მუხლის I ნაწილით. სასჯელები შეიკრიბა მთლიანად, მასვე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ბ. ფოცხვერაშვილს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლის, 8 თვისა და 6 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის II ნაწილით და 19,236-ე მუხლის I ნაწილით დამნაშავედ ცნობა და სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 19 წლის ვადით.

ბექა შალვას ძე გრიგალაშვილს ბრალდების ნაწილში შეეცვალა კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლი - 25, 316-ე მუხლის II ნაწილით. იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით და 19,236-ე მუხლის I ნაწილით. სასჯელები შეიკრიბა მთლიანად, მასვე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ბ. გრიგალაშვილს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის II ნაწილით და 19,236-ე მუხლის I ნაწილით დამნაშავედ ცნობა და სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით.

ალექსანდრე აზიზის ძე ბეგოიანს ბრალდების ნაწილში შეეცვალა კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლი - 25, 316-ე მუხლის II ნაწილით. იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით და 19,236-ე მუხლის I ნაწილით. სასჯელები შეიკრიბა და ა. ბეგოიანს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის II ნაწილით და 19,236-ე მუხლის I ნაწილით დამნაშავედ ცნობა და სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით.

ზვიად მიხეილის ძე ჯაჭვაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,316-ე მუხლის II ნაწილით და 19,236-ე მუხლის I ნაწილით. სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ზ. ჯაჭვაძეს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო იმავე კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობა და სასჯელად სულ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
 
იმედა გივის ძე საგინაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,316-ე მუხლის II ნაწილით და 19,236-ე მუხლის I ნაწილით. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო იმავე კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობა და სასჯელად სულ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ვაჟა გუგულის ძე საგინაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,316-ე მუხლის II ნაწილით და 19,236-ე მუხლის I ნაწილით. სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო იმავე კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობა და სასჯელად სულ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ვანო ვალერიანის ძე საბაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,316-ე მუხლის II ნაწილით და 19,236-ე მუხლის I ნაწილით. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო იმავე კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობა და სასჯელად სულ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე საქმეზე განსასჯელ ზაზა გერონტის ძე სანდოძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 375-ე მუხლით და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით,  სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ზ.სანდოძეს განესაზღვრა 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა საპროცესო შეთანხმებით.