აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი არქივების დირექტორებს ატესტაცია ჩაუტარდათ

თარიღი: 25 დეკემბერი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში დღეს  აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონის ადგილობრივი არქივების დირექტორთა ატესტაცია ჩატარდა.

ატესტაციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი არქივის დირექტორები კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან, ასევე, თბილისის არქივის დირექტორი.

ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის, საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თეონა იაშვილის განცხადებით, ატესტაციის მიზანია ატესტაციაში მონაწილე პირის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა და ეროვნული არქივის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება.

თანამდებობრივი მოვალეობის შესასრულებლად ადგილობრივი არქივის დირექტორისთვის აუცილებელია: არქივმცოდნეობის, საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციისა და საარქივო საქმის მართვის ძირითადი დებულებების, ცნებებისა და მეთოდიკის ცოდნა.

ატესტაცია ტესტირების ფორმით ჩატარდა.

მსგავსი ატესტაცია 22 დეკემბერს ჩაუტარდათ დასავლეთ საქართველოს რეგიონის ადგილობრივი არქივის დირექტორებს.

ატესტაციის შედეგები ორ დღეში გახდება ცნობილი.