საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაჩქარებული მომსახურება დაინერგა

თარიღი: 24 დეკემბერი 2009

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივი მომსახურების დაჩქარებულ პრინციპზე გადავიდა. დაჩქარებული მომსახურება მოქალაქეს საშუალებას მისცემს, მისთვის საჭირო დოკუმენტი დროულად მიიღოს.

ეს  სიახლე  „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისთვის საზღაურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" კანონის საფუძველზე დაინერგა. კანონის თანახმად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის მომსახურების საფასური  განცხადების შეტანის დღესვე 30 ლარი გახდა, ერთ სამუშაო დღეში - 20 ლარი, 4 სამუშაო დღის ვადაში მომსახურება  10 ლარი ღირს.