იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ადვოკატი დააკავა

თარიღი: 23 დეკემბერი 2009

თაღლითობის ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ადვოკატი ქართლოს ვაშაკიძე დააკავა. ადვოკატს ბრალდება წარედგინება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

გამოძიებით დადგენდა, რომ ადვოკატმა ქართლოს ვაშაკიძემ თავისი დაცვის ქვეშ მყოფი ივანე მათიაშვილის მამას შენგელ მათიაშვილს მოსთხოვა 5 ათასი აშშ დოლარის გადახდა თითქოს პროკურატურის თანამშრომლისთვის ქრთამის სახით გადასაცმად, რისთვისაც 22 დეკემბერს გამოართვა თანხის ნაწილი 1000 დოლარი.

ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ადვოკატ ქართლოს ვაშაკიძეს ემუქრება 4-დან 7 წლმადე თავისუფლების აღკვეთა.