ლექცია ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

თარიღი: 22 დეკემბერი 2009

2009 წლის 22 დეკემბერს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა.

დავით საყვარელიძემ ისაუბრა საქართველოს პროკურატურის იმ ახალ ინიციატივებზე, რაც კანონის ლიბერალიზაციას, ელექტრონულ საქმისწარმოებას და ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექს შეეხება. ასევე შეეხო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან უნდა ამოქმედდეს. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე სტუდენტებს დანაშაულის კლების ტენდეციებზეც ესაუბრა და გააცნო "საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტი, რომელსაც მთავარი პროკურატურა 2006 წლიდან ახორციელებს.

ლექციის შემდეგ ამ და სტუდენტებისთვის საინტერესო სხვა თემებზე გაიმართა დისკუსია.