საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საჩუქარი ხანდაზმულებს

თარიღი: 21 დეკემბერი 2009

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ სათნოების სახლ „კათარზისს" ხანდაზმულთათვის ერთი დღის სადილის საფასური გადაურიცხა.

სათნოების სახლს, რომელიც 1989 წლიდან ფუნქციონირებს, ამჟამად 385 მობინადრე ჰყავს. როგორც „კათარზისის" ხელმძღვანელი მანანა ქოიავა აცხადებს, პალატის მიერ გადარიცხული თანხის საშუალებით მოხუცებ გემრიელად ისადილებენ.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა საქველმოქმედო ღონისძიებებს ხშირად აწყობს. მსგავსი ღონისძიებები საახალწლოდაც არის დაგეგმილი.