სამოქალაქო რეესტრში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს

თარიღი: 21 დეკემბერი 2009



 იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში უცხო ქვეყნებში საქართველოს საკონსულოების თანამშრომელთათვის ტრენინგები მიმდინარეობის. სწავლების შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს.


ტრენინგები 8 დღეს გასტანს და მასში საკონსულოების 40-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. სწავლების მიზანია საქართველოს საკონსულოების თანამშრომელთათვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება იმ მომსახურებებთან დაკავშირებით, რომლის მისაღებად მათ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები აკითხავენ.  


"სწავლების მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა გამარტივებლად მიიღონ მომსახურება, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სთავაზობს მათ. გამარტივებული მომსახურება გულისხმობს:  ტექნოლოგიები, რაც დანერგილია საქართველოში, იგივე ტექნოლოგიები დაინერგოს საკონსულოებში."- განაცხადა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.


"ტექნოლეგიების დანერგვა ჩვენს საკონსულოებში ეფექტურს გახდის მომსახურებას
საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის"- აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ.


 სწავლების თემებია: მოქალაქეობა და მიგრაცია; აპოსტილი და ლეგალიზაცია; სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია; საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაცია; სანოტარო საკითხები; იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა და სხვა.

 
თრენინგის ფარგლებში გათვალისწინებულია ორდღიანი პრაქტიკული სამუშაო სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში.

 

სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიღებული ცოდნის შესამოწმებლად ჩაუტარდებათ ტესტირება.