თბილისისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსებს სემინარები ჩუტარდათ

თარიღი: 20 დეკემბერი 2009

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ თბილისისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსებისთვის  12-20 დეკემბერს სასტუმრო „სიმპათიაში" სემინარები ჩაატარა.

შეხვედრის  მთავარი თემა იყო ნოტარიატის შესახებ კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეები. ამასთან,  სემინარზე იმსჯელეს სანოტარო პრაქტიკაში არსებულ პრობლემებზე, კონკრეტულად,  დოკუმენტის  დამოწმებასთან, სამკვიდრო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებულ  საკითხებზე.

სემინარისთვის თემატიკა  მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შეირჩა - ნოტარიუსთა პალატის ცხელ ხაზზე დარეკილი ზარების დიდი ნაწილი სწორედ ზემოთაღნიშნულ საკითხებს ეხება.