''დამისამართების სისტემის განვითარებისთვის საქართველოში ''- შეხვედრა ბაკურიანში

თარიღი: 20 დეკემბერი 2009



იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მიმდინარე პროექტის "დამისამართების სისტემის განვითარება საქართველოში" ფარგლებში 2009 წლის 19-20 დეკემბერს დაბა ბაკურიანში, სასტუმრო "პრემიერ პალასში" შეხვედრა გაიმართა.


სამუშაო ჯგუფმა სამისმართო სისტემის შესახებ  პირველადი ინფორმაცია და პრობლემის ანალიზი წარადგინა, ხოლო შეხვედრის სხვა მონაწილეებმა - შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური სარჩევნო კომმისიის, საჯარო რეესტის სააგენტოს და სხვა უწყებების წარმომადგენლებმა მათი შესაბამისი უწყებების პრობლემატიკაზე, ხედვასა და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.


 პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მისამართების რეესტრის შესახებ ერთიანი კონცეფციის მომზადებას, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინიციტივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  დახმარებით ახორციელებს. პროექტის მთავარი დონორია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA).


 პროექტის კონკრეტული მიზანია შეიქმნას სათანადოდ ინფორმირებული გარემო და სხვა წინაპირობები მისამართების ერთიანი რეესტრის შექმნისათვის საჭირო ღონისძიებების დასაწყებად და კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. მისამართების საკითხთან დაკავშირებით საჯარო დაწესებულებებს სხვადასხვა პრობლემები და საჭიროებები გააჩნიათ. ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდება, საჯარო დაწესებულებების საჭიროებების დადგენა მისამართების სისტემასთან მიმართებაში, საერთო ანალიზის გაკეთება  და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება.


მისამართების რეესტრის კონცეფცია შემუშავდება ყველა საჯარო დაწესებულების საჭიროების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს დაწესებულებებს შორის შეთანხმების მიღწევას ამ სფეროში არსებული ყველა პრობლემის მოგვარების მიზნით.


 პროექტის განხორციელების ფარგლებში განისაზღვრება ის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მისამართების რეესტრის წარმოებაზე, დადგინდება ასევე სხვადასხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს შორის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფის სისტემა.