საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადება

თარიღი: 19 დეკემბერი 2009

2009 წლის 19 დეკემბერს ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, კერძო კომპანია სს "საქფეთქმრეწვმა" ჩაატარა სადემონტაჟო სამუშაო, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

წინასწარი მონაცემებით, ტრაგედიის მიზეზი გახდა უსაფრთხოების წესების დარღვევა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. გამოძიებას აწარმოებს მთავარი პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი.

ყველა პირი, რომელსაც ბრალი მიუძღვის აღნიშნულ ქმედებაში, მიეცემა პასუხისგებაში.