პროკურატურის საჩუქარი დუშეთის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლს

თარიღი: 17 დეკემბერი 2009

საქართველოს  პროკურატურამ დუშეთის ბავშვთა სახლს საჩუქრად კომპიუტერი გადასცა.  დღეიდან  ინტერნატის აღსაზრდელებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ინტერნეტ მომსახურებით,  მიიღონ მეტი ინფორმაცია, გამოიმუშავონ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევევბი.  

პროკურორების სტუმრობა  დუშეთის ბავშვთა სახლში ტრადიციად იქცა. როგორც ქალაქ მცხეთის პროკურორმა ნიკა დგებუაძემ აღნიშნა, პროკურატურა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს არაერთხელ დაეხმარა და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.

საჩუქარი  ბავშვებს  პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის"  ფარგლებში  გადაეცა. პროექტი საქართველოში 2006 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის გაზრდა, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინება, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.