ნოტარიუსებს მოქალაქეთათვის აქტუალურ თემებზე სემინარები უტარდებათ

თარიღი: 15 დეკემბერი 2009

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა თბილისისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსებისთვის სასტუმრო „სიმპათიაში" სემინარებს ატარებს. შეხვედრები 12 დეკემბერს დაიწყო და 21 დეკემბრამდე გაგრძელდება.

სემინარი უკვე ჩაუტარდათ თბილისის ხუთი რაიონის ნოტარიუსებს. შეხვედრის  მთავარი თემაა ნოტარიატის შესახებ კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეები. ამასთან,  სემინარზე იმსჯელეს სანოტარო პრაქტიკაში არსებულ პრობლემებზე, კონკრეტულად,  დოკუმენტის  დამოწმებასთან, სამკვიდრო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებულ  საკითხებზე. აღნიშნული საკითხები მოსახლეობისთვის განსაკუთრებით აქტუალურია - ნოტარიუსთა პალატის ცხელ ხაზზე დარეკილი ზარების დიდი ნაწილიც სწორედ ამ საკითხებს ეხება.

დედაქალაქის დანარჩენი ხუთი რაიონისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსებისთვის სემინარი 19-20 დეკემბერს  ჩატარდება.