აღსრულების ევროვნული ბიუროს ახალი ოფისი თელავში

თარიღი: 14 დეკემბერი 2009

2009 წლის 14 დეკებმერს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს თელავის ახალი ოფისი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების ოფისი თელავში, ვარდოშვილის ქუჩა #7-ში განთავსდა. შენობის პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლადო ქარქაშაძე, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და რეგიონული ბიუროების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

თელავის სააღსრულებლო ბიუროს ახალი ოფისი უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ის თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. ბიუროს თანამშრომლებს პრეზენტაციისას ახალი საოფისე ფართის გარდა, ახალი ავეჯი და საოფისე ტექნიკა გადაეცათ, რაც მათ მომახურებას უფრო ეფექტურს და ხარისხიანს გახდის.
 
აღსრულების ეროვნულ ბიუროს სულ 11 რეგიონული ოფისი აქვს. აქედან ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, გურიაში და გორში ახალი ოფისები უკვე გაიხსნა. აღსრულების ეროვნული ბიურო ტერიტორიული ოფისების ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის პროცესს მომავალშიც განაგრძობს.