იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტების თანამშრომლებმა გუდაურში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს

თარიღი: 13 დეკემბერი 2009

2009 წლის 11-13 დეკემბერს, გუდაურში გაიმართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო, საერთაშორისო კერძო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმომადგენლობის დეპარტამენტების თანამშრომლებისა და სტაჟიორების მონაწილეობით.

შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი. შეხვედრის განმავლობაში განხორციელდა დეპარტამენტების სამოქმედო გეგმების გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა, ჩატარდა სემინარი შუა რგოლის მენეჯერებისათვის ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით. სამინისტროს თანამშრომლებმა და სტაჟიორებმა მიიღეს აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებში, რომლებიც მიზნად ისახავდა მათ ერთ გუნდად ჩამოყალიბებას, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს პროფესიული საქმიანობისას ეფექტიანი სამუშაო პირობების შექმნას.  

შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით.