მრგვალი მაგიდა - კომუნიკაციის პროცედურა და მედიაპროტოკოლი

თარიღი: 10 დეკემბერი 2009

2009 წლის 10 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე  "კომუნიკაციის პორცედურა და მედიაპროტოკოლი".

იუსტიციის სამინისტრომ მედიასთან კომუნიკაციის პროცედურებზე მუშაობა დაასრულა და დღეს სწორედ ამ დოკუმენტის განხილვა გაიმართა ჟურნალისტებთან ერთად. დოკუმენტის მიზანია, ეფექტურად დაინერგოს სამინისტროს კომუნიკაციის სტრატეგია, ხელი შეუწყოს უწყების გამჭვირველობის ზრდას, უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა სამინისტროში დადგემილ და მიმდინარე რეფორმებში.

შეხვედრა გახსნა და უწყებაში მიმდინარე და დეგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა, საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ პროკურატურაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ხათუნა იოსავამ ჟურნალისტებს გააცნო საკომუნიკაციო სტატეგიისა და კომუნიკაციის პროცედურების დეტალები, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის კონსულტანტმა ბარბარა სვონმა კი მედიასთან ურთიერთობის საერთაშორისო სტანდარტებზე ისაუბრა.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქართველოში ჯარედ ქემბელმა, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებმა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.