იუსტიციის სამინისტროში ჩატარდა სემინარი თემაზე -''ელექტრონული აპოსტილი''

თარიღი: 10 დეკემბერი 2009

2009 წლის 10 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებითა და საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების გერმანული ფონდის ( IRZ) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა სემინარი თემაზე "ელექტრონული აპოსტილი".

სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საგარეო საქმეთა, განათლების და  ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლებმა, ასევე სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებმა, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ აღნიშნულ თემატიკასთან.
სემინარს უძვებოდა გერმანელი ექსპერტი ქრისტოფ ბერნასკონი.

სემინარზე განიხილეს საქართველოს მიღწევები და გამოცდილება აპოსტილის კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებით. მსმენელებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ შეადგინონ და გამოიყენონ ელექტრონული აპოსტილი ახალი საპილოტო პროგრამის მეშვეობით, რომლის უპირატესობაც იმაში მდგომარეობს, რომ ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელი ხდება მეტი უსაფრთხოების დამყარება გაცილებით ნაკლები დანახარჯებით.