საქართველოში დანაშაულის კლების ტენდენცია გრძელდება

თარიღი: 08 დეკემბერი 2009

საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკურმა სამმართველომ 2009 წლის 9 თვეში რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ანალიზი ჩატარდა საქართველოს მასშტაბით. არსებული მონაცემებით, 2009 წლის 9 თვეში გამოძიების დაწყების მაჩვენებელი 6.8%-ით ნაკლებია 2008 წლის იმავე პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობაზე.


აღსანიშნავია ასევე ის, რომ 2008 წლის ამავე პერიოდთან შედარებით შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა განზრახ მკვლელობა - 43%-ით, განზრახ მკვლელობის მცდელობა - 21%-ით, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში - 54%-ით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება - 46%-ით, სულ ქურდობის მაჩვენებელი 17%-ით, მათ შორის ბინიდან ქურდობა შემცირდა 13%-ით, ავტომობილის ქურდობა - 21%-ით, პირუტყვის ქურდობა - 5%-ით, მობილური ტელეფონის ქურდობა კი - 23%-ით, ძარცვის მაჩვენებელი შემცირდა  14%-ით, სულ ყაჩაღობა შემცირდა 31%-ით, ავტომანქანის ყაჩაღობა -53%-ით, მობილური ტელეფონის ყაჩაღობა - 36%-ით. 17%-ით შემცირდა ხულიგნობის ფაქტები, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტები კი შემცირდა 6%-ი

2009 წლის 9 თვის ანგარიში დანაშაულთა სახეების მიხედვით