ქრთამის აღების ფაქტზე თელავის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

თარიღი: 07 დეკემბერი 2009

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს თელავის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანტოს თანამშრომელი ნათელა ასაბაშვილი, რომელმაც მოქალაქეს სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას დოკუმენტების დამზადების დაჩქარებაში ქრთამის სახით 300 ლარი გამოართვა.

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რომელიც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.