აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

თარიღი: 05 დეკემბერი 2009

იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე "დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო" აქციის ფარგლებში განაშენიანების მასშტაბური აქცია გამართა.


აქციაში მონაწილეობა  თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად აღსრულების ეროვნული ბიუროსა და  თბილისის სააღსრულებლო ბიუროს თანამშრომლებმა მიიღეს. აქციის ფარგლებში, დაახლოებით 50 სხვადასხვა ჯიშის, როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი ნერგი დაირგო.
გამწვანების აქციაში "აღსრულების ეროვნულმა ბიურომ" პირველად მიიღო მონაწილეობა.