საქართველოს პროკურატურაში წარჩინებულ პრაქტიკანტებს სერთიფიკატები გადაეცათ

თარიღი: 04 დეკემბერი 2009

2009 წლის 4 დეკემბერს საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკანტთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.  

98 სტუდენტიდან, რომლებიც საქართველოს პროკურატურაში სამი თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ პრაქტიკულ უნარჩვევებს, 30 საუკეთესოს წარჩინების სერთიფიკატები საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გადასცა.

1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 98-მა სტუდენტმა გაიარა. ისინი პრაქტიკისთვის გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ.