ცრუ ჩვენებაზე დაყოლიების ფაქტზე დაკავებულია ადვოკატი

თარიღი: 03 დეკემბერი 2009

2009 წლის 1 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე ჯიმშერ ჯაბუას ცრუ ჩვენებაზე დაყოლიების ფაქტზე.
    
აღნიშნულ საქმეზე დღეს, 2009 წლის 3 დეკემბერს ეჭვმიტანილის სახით დაკავებული იქნა ადვოკატი ნათია სირაძე, რომელმაც დაიყოლია მოწმე ჯიმშერ ჯაბუა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ყაჩაღობისთვის განსასჯელი კვიკვინიას სასარგებლოდ სასამართლოში მიაცემინა ცრუ ჩვენება.

ნათია სირაძეს დღესვე წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის გათვალისწინებული სსკ 372-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულ ადვოკატს 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.