საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე ნოტარიუსი დააკავა

თარიღი: 03 დეკემბერი 2009

2009 წლის 30 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ დააკავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის ნოტარიუსი ხუხა მოსია და მოქალაქეები  იმამ ალი ნაბიევი და ელდარ ორუჯოვი.
მოქალაქე რუგანე ბანაევა იმამ ალი ნაბიევისა და ელდარ ორუჯოვის მეშვეობით დაუკავშირდა ნოტარიუს ხუხა მოსიას, რომელმაც 2008 წლის 13 ივნისს შეადგინა და გასცა ორი ყალბი სანოტარო აქტი.

აღნიშნული ყალბი სანოტარო აქტების საფუძველზე რ. ბანაევამ 2008 წლის 24 ივნისს აიღო მისი შვილის უმუდ ალახვერდოვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მასთან ერთად ორჯერ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.


2009 წლის 1 დეკემბერს ხუხა მოსიას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო იმამ ალი ნაბიევს და ელდარ ორუჯოვს წარედგინათ ბრალდება საქარველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით.  

2009 წლის 2 დეკემბერს ბრალდებულებს ხ. მოსიას, ე. ორუჯოვს და ი. ნაბიევს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ დაპატიმრება.