იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის უფროსი დააკავა

თარიღი: 30 ნოემბერი 2009

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის უფროსი გიული ლომიძე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის ნოემბერში სავალან ალიევს ყაზახეთის რესპუბლიკიდან დაუკავშირდნენ მეგობრები, საქართველოს მოქალაქეები თელმან ნოვრუზოვი და ჰაბილ ალიევი, რომლებმაც აუხსნეს, რომ მათ ყაზახეთში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად სჭირდებოდათ ქორწინებაში არყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სავალ ალიევი შეხვდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის უფროსს გიული ლომიძეს და თხოვა ნოვრუზოვისა და ალიევის სახელზე გაეცა ქორწინებაში არყოფნის აღმნიშვნელი ცნობები.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის უფროსი გიული ლომიძე დაპირდა სავალან ალიევს ცნობების გაცემას, სანაცვლიოდ კი ქრთამის სახით 200 ლარი მოსთხოვა (თითო ცნობაში 100-100 ლარი).


2009 წლის 24 ნოემბერს გიული ლომიძემ სავალან ალიევს გადაცსა ცნობები მოქალაქეების თელმან ნოვრუზოვისა და ჰაბილ ალიევის ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ, რისთვისაც მიიღო ქრთამი - 200 ლარი.


ჩადენილი დანაშაული, ქრთამის აღება სასჯელის სახით, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.