საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში კანცელარიის პროგრამის ჩართვა გრძელდება

თარიღი: 23 მარტი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში აგრძელებს ელექტრონული პროგრამების დანერგვას. სააგენტოს კანცელარიის პროგრამაში უკვე მარტვილისა და სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურებიც ჩაერთო.
აღნიშნული პროგრამის მეშვეობით სააგენტოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქმისწამროება: ოპერატიულად ხდება სარეგისტრაციო სამსახურში შემოსული წერილების აღრიცხვა, ხელმძღვანელობისთვის დროულად გადაცემა, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გაგზავნა, ინფორმაციის შენახვა, მოძიება, ყოველთვიურად დოკუმენტბრუნვის მიხედვით შესრულებული და შეუსრულებელი დავალებების სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა და ა.შ.
კანცელარიის პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე შეიქმნა მონაცემთა ერთიანი ბაზა, დაიხვეწა საჭირო პროცედურები და ეფექტური გახდა როგორც თავად კანცელარიის, ასევე მთლიანად სააგენტოს მმართველობითი საქმიანობა.
პარალელურად მიმდინაროებს პროგრამის ამოქმედებადე არსებული სააგენტოს კანცელარიის არქივის ციფრულ ფორმატში გადატანა და ერთიან მონაცემთა ბაზაში განთავსება.
2008 წლის განმვალობაში აღნიშნული პროგრამა სააგენტოს 40 ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში დაინერგა.
უახლოეს მომავალში აღნიშნული პროგრამა განთასდება სააგენტოს ვებ-გვერდზე ( www.reestri.gov.ge  ) და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, სარეგისტრაციო სამსახურებში ინტერნეტით გააგზავნონ კორესპონდენციები და ასევე ელექტრონულად მიიღონ მომზადებული პასუხები.