საქართველომ ხელი მოაწერა "სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბავშვთა დაცვის ევროსაბჭოს კონვენციას"

თარიღი: 20 მარტი 2009

2009 წლის 12-13 მარტს, ესპანეთის ქალაქ ტოლედოში, ევროპის საბჭოსა და ესპანეთის იუსტიციის სამინისტროს ეგიდით ჩატარდა მაღალი დონის კონფერენცია თემაზე "ბავშვთა უფლებების დაცვა ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში".
კონფერენციაზე ხელმოსაწერად გამოტანილ იქნა ევროსაბჭოს კონვენციები, რომელთაგან საქართველომ ხელი მოაწერა "სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბავშვთა დაცვის ევროსაბჭოს კონვენციას". (Council of Europe Convention on the Protection of Children against Sexual Exploitation and Sexual Abuse).
ზემოაღნიშნული კონვენცია მიიღეს 2007 წელს ესპანეთის ქალაქ ლანზაროტში, ევროპის იუსტიციის მინისტრთა 28-ე კონფერენციაზე.
კონვენციის მიზანია დანაშაულის პრევენცია და მისი აღმოფხვრა.