აღსრულების ეროვნულ ბიუროში თებერვლის მონაცემები დაჯამდა

თარიღი: 10 მარტი 2009

იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტატისტიკის და ანალიზის განყოფილების მონაცემებით, 2009 წლის თებერვალში აღსრულებულ საქმეთა რაოდენობა და ბიუჯეტში გადარიცხული თანხის მოცულობა გაიზარდა.
თებერვალში 3132 საქმე აღსრულდა და სახელმწიფო ბიუჯეტში 758202,72 ლარი გადაირიცხა. იანვარის მონაცემებით აღსრულებულ საქმეთა რაოდენობა 2367 იყო, ბიუჯეტში შესულმა თანხამ კი 545238,72 ლარი შეადგინა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს სტატისტიკის და ანალიზის განყოფილების მონაცემებით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო ბიუროების მიერ გაწეული მუშაობის შედეგი ასეთია: 2009 წლის თებერვლის თვეში აღმოსავლეთ საქართველოს ბიუროებმა აღასრულეს 2188 საქმე და ბიუჯეტში 270 242, 80 ლარი გადარიცხეს. დასავლეთ საქართველოს ბიურობმა 944 საქმე აღასრულეს, ბიუჯეტში კი 487 959,92 ლარი გადარიცხეს.