მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ჩეხეთის გამოცდილებას გაიზიარებენ

თარიღი: 10 მარტი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველო მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილებას გაიზიარებს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს უფროსი ლაშა გურგენიძე, საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად 9 მარტს სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. აღნიშნული ვიზიტი ჩეხეთის მთავრობასთან თანამშრომლობისა და საქართველოს მთავრობის დახმარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილია შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან. აღნიშნული ვიზიტი 12 მარტს დასრულდება.