ანონსი

თარიღი: 10 მარტი 2009

11 მარტს, 10:30 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ბრიფინგს გამართავს.
მის.: იუსტიციის სამინისტრო, თბილისი, გორგასლის ქ. №24.