8 მარტს დაბადებულთა შორის ქალბატონები სჭარბობენ

თარიღი: 08 მარტი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 20 878 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 12 667 ქალბატონია, ხოლო 8211 მამაკაცია.
8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკურმა სამმართველომ ამ თარიღთან დაკავშირებით კვლევა გაცემული დოკუმენტების საფუძველზე ჩაატარა.
აღმოჩნდა, რომ 8 მარტს ყველაზე მეტი ადამიანი დაიბადა: 1958 წელს (418), 1961 წელს (404) და 1980 წელს (400).