სამოქალაქო რეესტრში სტაჟირების მსურველთა საბუთების მიღება 6 მარტს დასრულდება

თარიღი: 05 მარტი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში სტაჟირების მსურველთა საბუთების მიღება 6 მარტს დასრულდება. ეს პროცესი 19 თებერვლიდან მიმდინარეობს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე პირებს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: ტესტირება; კომპიუტერთან მუშაობა (Windows, Word, Excel); გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები საბუთებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში აბარებენ (მის.: წერეთლის გამზირი 67ა).
დამატებითი ცნობების მოძიება შესაძლებელია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვებგვერდზე: www.cra.gov.ge  ან ტელეფონებზე: 35 79 20; 35 79 21; 35 79 22; 35 79 23.