2009 წლის იანვარ-თებერვალში დაბადებულთა პოპულარული სახელები

თარიღი: 02 მარტი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, 2009 წლის იანვარ-თებერვალში ახალშობილებს ყველაზე ხშირად გიორგისა და მარიამს არქმევდნენ.
ამ პერიოდში ვაჟებს შორის პოპულარული სახელების ხუთეული შემდეგია: 1. გიორგი; 2. ლუკა; 3. ნიკოლოზი; 4. საბა; 5. დავითი.გოგონების სახელებს შორის კი პოპულარულია: 1. მარიამი; 2. ნინო; 3. ლიზი; 4. ელენე; 5. ანა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ყველაზე გავრცელებული სახელები გიორგი და მარიამია, ყველა ასაკის ადამიანებში მამაკაცის სახელებს შორის პირველი ისევ გიორგია, ხოლო ქალბატონებში - თამარი.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ტერიტორიულ სამსახურებში მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 8804 ბავშვის დაბადება დარეგისტრირდა.
მსგავსი კვლევის ჩატარება სამოქალაქო რეესტრში ელექტრონული ბაზის ჩამოყალიბების შემდეგ გახდა შესაძლებელი.