სამოქალაქო რეესტრის ლაგოდეხის სამსახურში არსებულ ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა

თარიღი: 27 თებერვალი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ლაგოდეხის სამსახურში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.
საკონკურსო მოთხოვნებია: უმაღლესი განათლება; სამუშაო გამოცდილება 2-3 წელი, კომპიუტერული პროგრამებისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა საბუთები 2009 წლის 12 მარტამდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში უნდა წარადგინონ (მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. №67ა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოძიება შესაძლებელია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვებგვერდზე: www.cra.gov.ge  ან შემდეგ ტელეფონებზე: 35 79 20; 35 79 21; 35 79 22; 35 79 23