საქართველოში 414 შიო ცხოვრობს

თარიღი: 26 თებერვალი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 414 შიო ცხოვრობს. მათგან სამი მიმდინარე წელს დაიბადა, 15 კი - 2008 წელს.
26 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი შიო მღვიმელის (VI საუკუნე) ხსენების დღეს აღნიშნავს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს კვლევა ამ თარიღს მიეძღვნა და მოქალაქეებზე გაცემულ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს ეყრდნობა.
სამოქალაქო რეესტრში მსგავსი მონაცემების მოძიება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მონაცემთა ელექტრონული ბაზა ჩამოყალიბდა.