მოქალაქეთა მომსახურების უნარ-ჩვევებში ლექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

თარიღი: 24 თებერვალი 2009


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მოქალაქეთა მომსახურების უნარ-ჩვევებში ლექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.
საკონკურსო მოთხოვნებია: უმაღლესი განათლება; 2 წლის გამოცდილება ტრენინგების ჩატარებაში (სასურველია, დასახელებული მიმართულებით), კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა საბუთები 6 მარტამდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში (თბილისი, წერეთლის გამზ. №67ა) უნდა წარადგინონ.
დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვებგვერდზე: www.cra.gov.ge , ან ტელეფონზე: 35 79 21.