ეროვნულ არქივში პირველი ნაბეჭდი წიგნების რესტავრაცია დაიწყო

თარიღი: 20 თებერვალი 2009

ეროვნულ არქივში პირველი ნაბეჭდი წიგნების რესტავრაცია დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში უძველესი ნაბეჭდი წიგნების - 1709 წელს დაბეჭდილი სახარებისა და 1710 წლით დათარიღებული კონდაკის (წირვისა და ღვთისმსახურების წესების კრებული) რესტავრაცია დაიწყო.
ორივე წიგნი დაბეჭდილია ვახტანგ VI-ის მიერ 1709 წელს თბილისში დაარსებულ პირველ ქართულ სტამბაში. სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ეროვნულ არქივში გაიხსნება რარიტეტული წიგნების გამოფენა, რომელიც პირველი ქართული სტამბის დაარსების 300 წლის იუბილეს მიეძღვნება.
ეროვნულ არქივში დაცული ბეჭდური წიგნებიდან აღსანიშნავია XVIII-XIX საუკუნეებში გამოცემული სასულიერო შინაარსის წიგნები, ქართული ანბანი და "წიგნი საკითხავი", სპარსულ, არაბულ, სომხურ, ებრაულ, გერმანულ, პოლონურ, რუსულ, ფრანგულ ენებზე დაბეჭდილი წიგნები.
ეროვნულ არქივში 790 რარიტეტული ხელნაწერი წიგნი ინახება.