სოლომონ II-ის ხსენების დღეს კვლევა მიეძღვნა

თარიღი: 19 თებერვალი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 2 145 სოლომონი ცხოვრობს.
20 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კეთილმსახური მეფის სოლომონ II-ს (+1815) ხსენების დღეს აღნიშნავს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს კვლევა ამ თარიღს მიეძღვნა და მოქალაქეებზე გაცემულ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს ეყრდნობა.
სამოქალაქო რეესტრში მსგავსი მონაცემების მოძიება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მონაცემთა ელექტრონული ბაზა ჩამოყალიბდა.