საქართველოში 2741 არსენი ცხოვრობს

თარიღი: 18 თებერვალი 2009


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 2741 არსენი ცხოვრობს, მათგან ოთხი 2009 წელს დაიბადა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 თებერვალს ქართველი სასულიერო მოღვაწის, ღირსი არსენ იყალთოელის (+1127) სხენების დღეს აღნიშნავს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს კვლევა ამ თარიღს მიეძღვნა და მოქალაქეებზე გაცემულ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს ეყრდნობა.
სამოქალაქო რეესტრში მსგავსი მონაცემების მოძიება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მონაცემთა ელექტრონული ბაზა ჩამოყალიბდა.