სამოქალაქო რეესტრმა სტაჟიორთა მისაღები კონკურსი გამოაცხადა

თარიღი: 18 თებერვალი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ სტაჟიორთა მისაღები კონკურსი გამოაცხადა. მსურველთა საბუთების მიღება 19 თებერვალს დაიწყება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე პირებს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: ტესტირება; კომპიუტერთან მუშაობა (Windows, Word, Excel); გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში (მის.: წერეთლის გამზირი 67ა) შესაბამისი დოკუმენტები უნდა 2009 წლის 6 მარტამდე უნდა წარადგინონ.
დამატებითი ცნობების მოძიება შესაძლებელია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვებგვერდზე: www.cra.gov.ge  ან ტელეფონებზე: 35 79 20; 35 79 21; 35 79 22; 35 79 23.