მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციით ხდება

თარიღი: 12 თებერვალი 2009



2008 წლის დეკემბერიდან საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის დაკანონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ხორციელდება. მანამდე ამ ფუნქციას ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითი ორგანოს მუდმივმოქმედი კომისია ასრულებდა.
შეიცვალა მომსახურების ვადებიც: საჯარო რეესტრი გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემის ან გადაცემაზე უარის თქმის შესახებ, ექვსი თვის ნაცვლად, 10 სამუშაო დღეში მიიღებს.
კანონში შესული ცლილების მიხედვით მართლზომიერ მფლობელად ითვლება ის პირიც, რომელსაც არ გააჩნია მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში (ტექბიუროს არქივი) აღრიცხულია, როგორც თვითნებურად მოსარგებლე, 1994 წლამდე.
დღეისათვის საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მისაღებად 911 განაცხადია შესული, მათგან 150 - დაკმაყოფილებულია. საჯარო რეესტრს ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველღიურად 60-მდე მოქალაქე აკითხავს.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 48 12 48; 48 12 49.