საჯარო რეესტრის დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურებით 1500-მდე მოქალაქემ ისარგებლა

თარიღი: 10 თებერვალი 2009

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურებით 2009 წლის იანვრის თვეში 1323 მომხმარებელმა ისარგებლა. მათგან, ამონაწერი განაცხადის ჩაბარების დღესვე 1036 მოქალაქემ მიიღო.
მოქალაქეებისთვის დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურება 2008 წლის 27 დეკემბრიდან გახდა შესაძლებელი "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ" კანონის საფუძველზე. საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრა დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ვადები და საფასურის ოდენობა:

  • უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვისა და ვალდებულების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია: 4 სამუშაო დღის ვადაში _ 50 ლარი; განცხადების შემოტანის დღეს - 200 ლარი; ერთ სამუშაო დღეში - 150 ლარი.

  • მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია 10 სამუშაო დღის ვადაში - 300 ლარი.

  • მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია: 3 სამუშაო დღის ვადაში - 30 ლარი; განცხადების შემოტანის დღეს - 200 ლარი; ერთ სამუშაო დღეში - 150 ლარი.

  • იპოთეკის მოწმობის გაცემის, მასში ცვლილების, მასზე ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია 3 სამუშაო დღის ვადაში - 50 ლარი.

  • ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის, მასში ცვლილებისა და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია 3 სამუშაო დღის ვადაში - 20 ლარი.

  • სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ გარიგებაზე ხელმოწერის დადასტურება დაუყოვნებლივ - 5 ლარი.

  • უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადება: 1 სამუშაო დღის ვადაში - 15 ლარი; განცხადების შემოტანის დღეს - 50 ლარი.

  • მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადება 1 სამუშაო დღს ვადაში _ 15 ლარი.

  • საკადასტრო გეგმის მომზადება 2 სამუშაო დღის ვადაში - 5 ლარი.

  • საკადასტრო რუკის მომზადება 4 სამუშაო დღის ვადაში: ქაღალდზე შესრულებული ვერსია, 1 გვერდი - 10 ლარი, ელექტრონული ვერსია 10000 კვ.მ (1 ჰა) - 5 ლარი.

  • ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის მომზადება 1 სამუშაო დღის ვადაში - 7 ლარი.

  • მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების შეზღუდვისა და ვალდებულებების, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება: 4 სამუშაო დღის ვადაში - 10 ლარი; განცხადების შემოტანის დღეს - 30 ლარი; ერთ სამუშაო დღეში - 20 ლარი.

  • ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება: 4 სამუშაო დღის ვადაში - 7 ლარი; განცხადების შემოტანის დღეს - 20 ლარი; ერთ სამუშაო დღეში - 15 ლარი.

  • ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის მომზადება: 4 სამუშაო დღის ვადაში - 5 ლარი; განცხადების შემოტანის დღეს - 20 ლარი; ერთ სამუშაო დღეში - 15 ლარი.

  • ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება: 4 სამუშაო დღის ვადაში - 5 ლარი; განცხადების შემოტანის დღეს - 30 ლარი; ერთ სამუშაო დღეში - 20 ლარი.

  • არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება: 4 სამუშაო დღის ვადაში, 1 გვერდი - 0.50 ლარი, განცხადების შემოტანის დღეს - დამატებით 5 ლარი.

  • ორთოფოტოს გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში: ქაღალდზე შესრულებული ვერსია, 1 გვერდი - 10 ლარი, ელექტრონული ვერსია, 10000კვ.მ (1ჰა) - 5 ლარი.