აღსრულებულ საქმეთა მაჩვენებელი იზრდება

თარიღი: 10 თებერვალი 2009



იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილების მონაცემებით აღსრულებულ საქმეთა მაჩვენებელი იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, გაიზარდა.
2009 წლის იანვარში 2367 საქმე აღსრულდა და სახელმწიფო ბიუჯეტში 545 238,72 ლარი გადაირიცხა. 2008 წლის დეკემბერში კი აღსრულებულ საქმეთა რაოდენობა 2258 იყო.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით მიმდინარე წლის იანვარში აღმოსავლეთ საქართველოს ბიუროებმა 1571 საქმე აღასრულეს და ბიუჯეტში 200 484,78 ლარი გადარიცხეს. დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო ბიუროებმა 796 საქმე აღასრულეს, ბიუჯეტში კი - 344 753,94 ლარი გადარიცხეს.