საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შვედი ექპერტები იმყოფებიან

თარიღი: 05 თებერვალი 2009

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტით შვედი ექპერტები კლიფორდ სკარენგი, ტობიას ლუნდბერგი და კრისტიან ოსვალდსონი იმყოფებიან.
ვიზიტის მიზანია სააგენტოში ინფორმაციის და სისტემის სარეზერვო ასლების წარმოების (Back-up System) პროცედურების განვითარებისთვის კვლევისა და ანალიზის ჩატარება, ამ სფეროში დახმარებისთვის საჭირო ასპექტების განსაზღვრა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.
სამუშაო ვიზიტი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის ­ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზაციული განვითარება და მომხმარებელთა გაუმჯობესებული მომსახურება" მიერ არის დაფინანსებული.