2008 წელს 400 458 პირადობის მოწმობა და 306 483 პასპორტი გაიცა

თარიღი: 04 თებერვალი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა 2008 წლის განმავლობაში 400 458 პირადობის მოწმობა და 306 483 პასპორტი გასცეს.
პირადობის მოწმობების მიწოდების დინამიკა 2008 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2007 წელს 419 410 პირადობის მოწმობა გაიცა.
აღსანიშნავია, რომ 14 წელს მიღწეული ყველა მოქალაქე ვალდებულია, აიღოს პირადობის მოწმობა. განაცხადის შეტანიდან მეათე სამუშაო დღეს დოკუმენტი უფასოდ გაიცემა.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის პასპორტების მიწოდების დინამიკას, აღნიშნული მონაცემი 2007 წლის სტატისტიკასთან შედარებით რამდენიმე ათასით მეტია.
ცნობისთვის, პასპორტის აღება მოქალაქეს ნებისმიერი ასაკიდან შეუძლია.
1994-2008 წლებში, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების მიწოდების დინამიკა ამგვარია: 1994-2003 წლებში გაცემული პირადობის მოწმობების საერთო რაოდენობის 40% გაიცა, ხოლო 2004-2008 წლებში - 60%.
რაც შეეხება პასპორტებს, 1994-2003 წლებში გაცემული პასპორტების საერთო რაოდენობის 44%, ხოლო 2004-2008 წლებში - 56% გაიცა.